logo
ENG



ანა დოლიძე პარლამენტს აზარტული თამაშების შესახებ კანონპროექტის დროულად განხილვისკენ მოუწოდებს

04 თებ 202013:18
3 წუთის საკითხავი
 
z0k6mjzh0y2b6ca.jpg

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე საქართველოს პარლამენტს აზარტული თამაშების შესახებ კანონპროექტის დროულად განხილვისკენ მოუწოდებს. დოლიძე საკანონმდებლო ორგანოს მექანიზმების შემუშავებას სთხოვს, რომლებიც ლუდომანების ინტერესებს დაიცავს. საბჭოს არამოსამართლე წევრი იმედოვნებს, რომ პარლამენტი მის რეკომენდაციებს გაითვალისწინებს.

„მოვითხოვთ, რომ რაც შეიძლება სწრაფად მიიღოს ეს კანონპროექტი ქართულმა ოცნებამ, მაგრამ კანონპროექტი იყოს არა გაშუალებული ვერსია ქართული ოცნების დეპუტატების ინტერესებსა და იმ მაფიის ინტერესებს შორის, რომელიც ფარავს აზარტულ თამაშებს ქართველი ხალხის ინტერესებს სორის, არამედ ეს კანონპროექტი იყოს რეალური ასახვა რას ითხოვს ქართველი ხალხი და რა აწუხებს ხალხს,“ - განაცხადა ანა დოლიძემ.


close დახურვა