logo
ENG



ყველა დეპუტატს დავხვდებით, ვინც მოსახლოებას პროპორციული არჩევნები წაართვა - პიკეტირება დღეს განახლდება

05 თებ 202007:42
3 წუთის საკითხავი
 

ოპოზიცია დაანონსებულ აქციებს დღეიდან იწყებს - მთავრობას საგაზაფხულო სესიის ჩატარება პიკეტირებისა და სირცხვილის კორიდორის ფონზე მოუწევს. გაერთიანებული ოპოზიცია "ქართულ ოცნებას" დაპირებულ საარჩევნო სისტემას სთხოვს, რომელიც მათი თქმით, ბიძინა ივანიშვილის დავალებით რჩეულმა დეპუტატებმა ჩააგდეს. ოპოზიციონერი ლიდერები ივანიშვილს და მის ხელისუფლებას უკომპრომისო ბრძოლას უცხადებენ და ამბობენ, რომ დაპირებული საარჩევნო სისტემის მისაღებად, მოლაპარაკებების პარალელურად, პროტესტის სხვადასხვა ფორმას მიმართავენ. 

"ეს იქნება სირცხვილის კორიდორი და ჩვენ ყველა იმ დეპუტატს დავხვდებით, რომელმაც მოსახლოებას პროპორციული არჩევნები წაართვა. ზოგადად პროტესტი ყველგან გაგრძელდება და ხელისუფლებას კომფორტულად გადაადგილების საშუალებას არ მივცემთ",- აცხადებს ზაალ უდუმაშვილი. 

აქციას უერთდებიან "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერებიც. როგორც ლაშა ჩხარტიშილი ამბობს, არსებულ ვითარებაში ერთადერთი გამოსავალი, სწორედ იმ მოთხოვნის დაკმაყოფილებაა, რაც ოპოზციას აქვს. 

"ყოველთვის მონაწილე ვიქნებით ივანიშვილის დემონტაჟთან დაკავშირებით, რადგან ვკარგავთ ქვეყანას. ამიტომ, ერთადერთი გამოსავალია ან პროპროციული, ან გერმანული მოდელი",-განმარტავს ლაშა ჩხარტიშვილი. 

უმრავლესობაში კი მიაჩნიათ, რომ პროტესტის უფლება ყველას აქვს, თუმცა ოპოზიცია დესტრუქციულად მოქმედებეს, რაც არასწორია. 

"სიტყვის და აზრის გამოხატვის თავისუფლება ქვეყანაში დაცულია, მხოლოდ არ უნდა მიიღოს ამან დესტრუქციული სახე. ოპოზიცია, ძირითადად "ნაციონალური მოძრაობა" სწორედ ამითაა დაკავებული და არანირი სურვილი არ აქვს საპარლამენტო საქმიანობაში მიიღოს მონაწილეობა",-აცხადებს დავით მათიკაშვილი.


close დახურვა