logo
ENG



ბურჯანაძე: ოპოზიციას აქვს ახალი ვარიანტი, რომელიც იძლევა საშუალებას, რომ პროპორციულობის სისტემა იყოს დაცული

07 თებ 202022:55
3 წუთის საკითხავი
 

 „ჩვენ გვაქვს რამდენიმე ვარიანტი, ის  ძალიან ჰგავს გერმანულ მოდელს, მაგრამ ეს არის ახალი ვარიანტი, რომელიც იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ კრიზისების მინიმალიზაცია მოხდეს“,-აღნიშნული განცხადება „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ გადაცემაში, „პოლიტიკის ფორმულა“ გააკეთა.

ბურჯანაძემ გადაცემაში განაცხადა, რომ ოპოზიციას ხელისუფლებისთვის საარჩევნო სისტემის ახალი ვარიანტი აქვს, რომელიც გერმანულ მოდელთან არის მიახლოებული.

„მე მენიშნა დღეს ბატონი მდინარაძის განცხადება, რომელიც იყო მოულოდნელად გონივრული და კორექტული, როდესაც მან თქვა, რომ გონივრულ წინადადებებს ოპოზიციიდან განვიხილავთო. ჩვენც მიგვაჩნია, რომ გვაქვს გონივრული წინადადებები, რომელიც არის ნამდვილად კომპრომისული, ოღონდ არა 100/50-ზე, იმიტომ რომ 100/50-ზე არღვევს პროპორციულობის პრინციპს. ჩვენ გვაქვს რამდენიმე ვარიანტი, ეს ჰგავს ძალიან გერმანულ მოდელს, მაგრამ ეს არის ახალი ვარიანტი, რომელიც იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ კრიზისების მინიმალიზაცია მოხდეს და ამავდროულად იქნეს პროპორციულობის სისტემა დაცული“,-განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

 


close დახურვა