logo
ENG



კახა კოჟორიძე: ოპოზიციამაც და უმრავლესობამაც რაღაც უნდა დათმოს, სხვა შემთხვევაში დიალოგი არ შედგება

07 თებ 202023:03
3 წუთის საკითხავი
 

„ოპოზიციამაც და უმრავლესობამაც რაღაც უნდა დათმოს, სხვა შემთხვევაში დიალოგი არ შედგება,“ - ამის შესახებ განცხადებას პოლიტიკური მოძრაობა „ლელოს“ წევრი კახა კოჟორიძე გადაცემა „პოლიტიკის ფორმულაში“ აკეთებს.

მისი განცხადებით, ოპოზიცია დათმობებზე წავა მაგრამ ის ვერ დათანხმდება 100-50-ზე სისტემას, რადგან ეს გამორიცხული და შეურაცხმყოფელია.

„ოპოზიციის პოზიცია არ არის ის, რომ თუ სრულად პროპორციული არ იქნება ჩვენ არაფერზე თანახმა არ ვართ - ეს მიდგომა ოპოზიციას არ აქვს. ორივე მხარემ რაღაც უნდა დათმოს, სხვა შემთხვევაში დიალოგი არ შედგება და ვერ მივა შედეგამდე. ოპოზიცია რაღაც დათმობაზე წამსვლელია მაგრამ ეს ვერ იქნება 100-50-ზე საარჩევნო სისტემა, მით უმეტეს იმ დათქმით, რომ 2024-შიც აღარ იყოს პროპორციული არჩევნები. ეს უბრალოდ გამორიცხულია და შეურაცხმყოფელია,“ - განაცხდა კახა კოჟორიძემ.

 


close დახურვა