logo
ENG



კაპანაძე - კიდევ ერთი ლობისტური კომპანია დაიქირავა ივანიშვილმა, რომელსაც თვეში 70 ათას ევროს უხდის

11 თებ 202022:23
3 წუთის საკითხავი
 

„საერთაშორისო თანამეგობრობა შეთანხმდა, რომ ქვეყანაში ძალიან სერიოზული პრობლემაა“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგი კაპანაძემ გადაცემაში „სოფო ზურაბიანის პოლიტიკის ფორმულა“ განაცხადა.

როგორც კაპანაძემ აღნიშნა, ამ ყველაფერს მოწმობს ის ფაქტიც, რომ ევროპარლამენტში არც ერთი პარტიის, მათ შორის „სოციალისტების“ მხრიდან, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი განცხადება არ გაკეთებულა.

„მინდა ყურადღება მიაქციოთ იმ ფაქტს, რომ არც ერთი მხარდამჭერი განცხადება არ გაკეთებულა „ქართული ოცნების“. არც მათი სოციალისტების მხრიდან, არც იმ ლობისტური კომპანიების მუშაობის შედეგად. გავრცელდა ინფორმაცია, რომ კიდევ ერთი ლობისტური კომპანია დაიქირავა პირადად ივანიშვილმა და 70 ათას ევროს თუ დოლარს უხდის თვეში. ეს ყველაფერი უაზრობაა. ყველა შეთანხმდა, რომ ეს ამბავი არის გარკვეული და ეს ძალიან ცუდია საქართველოსთვის. ქვეყანაში გვყავს პოლიტპატიმრები, არის პოლიტიკური დევნა და აქედან გამომდინარე, გვყავს ადამიანი, ხელისუფალი, რომელსაც უნდა ძალაუფლების უზურპაცია“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.  


close დახურვა