იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები იუსტიციის საბჭოს სკოლაში კანდიდატების მიღების შერჩევაში მონაწილეობას ვერ იღებენ. საბჭოს არამოსამართლე წევრებისთვის ირღვევა ე.წ. მეოთხე ტალღაში აღნიშნული კანონები, რომ საბჭოს შეხვედრამდე თარიღი ერთი კვირით ადრე უნდა იყოს ცნობილი. ანა დოლიძე და ნაზი ჯანეზაშვილი შეხვედრის შესახებ წინა ღამეს იგებდნენ, თუმცა ბოლო ორი შეხვედრის შესახებ სრულიად შემთხვევით გაიგეს. ამ საკითხზე თავად ანა დოლიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
საბჭოს არამოსამართლე წევრი თვლის, რომ გიორგი მიქაუტაძის ასეთი მიდგომა კლანს მომავალში თავად დოლიძისა და ჯანეზაშვილის მიმართ კრიტიკისთვის გამოადგება.
გამართულ ბრიფინგს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უკვე გამოეხმაურნენ. როგორც უწყებაში აღნიშნავენ, აღნიშნული ფაქტი სიმართლეს არ შეესაბამება, ვინაიდან საბჭოს სკოლაში ჩარიცხვის მსურველებთან შეხვედრებს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელიც ესწრება. სწორედ ამიტომ, შეხვედრების თარიღი ყველასთვის ცნობილი იყო.
"გავიგეთ, რომ კლანი არის შეკრებილი და ესაუბრება სკოლაში ჩარიცხვის მსურველებს, ანუ თავად საბჭო არ გვატყობინებს, რათა მოგვიანებით აქეთ გაგვაკრიტიკონ. ბოლო რამდენიმე გასაუბრების შესახებ ჩვენ საერთოდ არ ვიყავით ინფორმირებულნი, ანუ იუსტიციის საბჭოს მდივანი თავის მოვალეობას არ ასრულებს",-აცხადებს ანა დოლიძე.
