logo
ENG



20 ივნისიდან ტრანსპორტში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ იქნება

16 ივნ 202210:57
3 წუთის საკითხავი
clock 1594
20 ივნისიდან ტრანსპორტში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ იქნება

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 20 ივნისიდან ტრანსპორტში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ იქნება. 

სამინისტროს ცნობით, გადაწყვეტილება, ქვეყანაში სტაბილური  ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, ჯანდაცვის სამინისტროსა და დარგის სპეციალისტების რეკომენდაციით, საქართველოს მთავრობამ მიიღო.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, პირბადის გამოყენება კვლავ სავალდებულო რჩება სამედიცინო დაწესებულებებში, ხოლო ავტობუსებში, მიკროავტობუსებსა და სხვა  ხალხმრავალ ადგილებში  მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათის იქნება.

„კოვიდთან დაკავშირებული ეპიდემიური სიტუაციის სტაბილიზაციის ფონზე, 20 ივნისიდან სატრანსპორტო საშუალებებში აღარ იქნება სავალდებულო პირბადის გამოყენება. პირბადის გამოყენების რეკომენდაციის შესრულება მნიშვნელოვანია იმ ადამიანებისთვის ვისაც აქვს ქრონიკული დაავადებები. პირბადის გამოყენება სავალდებულო დარჩება მხოლოდ სამედიცინო დაწესებულებებში“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.


close დახურვა