20 ივნისის აქციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, ჯიპას, საქართველოს უნივერსიტეტის, კავკასიის უნივერსიტეტის და საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის გარდა ტექნიკური უნივერისტეტის სტუდენტებიც უერთდებიან.
სტუდენტები 19:00 საათზე ფილარმონიასთან შეიკრიბებიან და 20:00 საათზე პარლამენტთან აქციას შეუერთდებიან.
"საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები ვუერთდებით 20 ივნისს დაგეგმილ აქციას! ვიკრიბებით ფილარმონიასთან 20 ივნისს 19:00 საათზე და მსვლელობით გავემართოთ საქართველოს პატლამენტისკენ!
საქართველოს ევროპული მომავალი საფრთხეშია და სწორედ ამიტომ სტუ-ს სტუდენტები ვუერთდებით 20 ივნისს დაგეგმილ აქციას. საქართველოს მშვიდობიანი მომავლისთვის აუცილებელია, რომ ჩვენ ვიყოთ ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი! შინ ევროპისკენ!" - ნათქვამია განცხადებაში.
აქცია "შინ ევროპისკენ!" პარლამენტის წინ 20:00 საათზე დაიწყება.