logo
ENG



20 ივნისის საქმეზე დაკავებული კახაბერ კუპრეიშვილი შიმშილობას წყვეტს

23 იან 202014:56
3 წუთის საკითხავი
 

20 ივნისის საქმეზე დაკავებული კახაბერ კუპრეიშვილი შიმშილობას წყვეტს. ამის შესახებ კუპრეიშვილის ადვოკატმა საქალაქო სასამართლოში დღეს განაცხადა. ზაქრო გვიშიანის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფმა აღნიშნული გადაწყვეტილება ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო მიიღო.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე, ბრალდების მხარის მოწმეების ჩვენებებს მოუსმინეს. დაცვის მხარე ამბობს, რომ მოწმეების ჩვენებები არადამაჯერებელი და არათანმიმდევრული იყო.

„არ განუხორციელებია არანაირი ქმედება პარლამენტში შეჭრის, სხვა ან რომელიმე პოლიციელის, ადამიანის ან სხვა თანამშრომლის დაზიანების. ასეთი რამე არ ყოფილა, შესაბამისად ამ ჩვენებებმა კიდევ ერთხელ გაამყარა  დაცვის პოზიცია,“ - განაცხადა ვახტანგ იაშვილმა.


close დახურვა