logo
ENG



20 ივნისის საქმეზე დაკავებული პირების მორიგი სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება

10 თებ 202008:56
3 წუთის საკითხავი
 

20 ივნისის საქმეზე დაკავებული პირების მორიგი სასამართლო პროცესი დღეს საქალაქო სასამართლოში გაიმართება. პროცესზე, მოწმეების დაკითხვა და მტკიცებულებების წარდგენა მოხდება.

ბრალდებულების ადვოკატის თქმით, პროკურატურის მხრიდან წარდგენილი მტკიცებულებები ბრალდებულების წინააღმდეგ დროშია აცდენილი.

„ბრალდების მხარე წარმოადგენს კვლავ თავიანთ მოწმეებს. მე ვფიქრობ როგორც აქამდე, შემდგომ პერიოდშიც ისინი ვერ დაადასტურებენ ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფების ბრალეულობას. არასწორად წარმართული გამოძიების შედეგად მე არ მგონია ამ სასამართლოში ჭეშმარიტება დადგინდეს“, - განაცხადა ადვოკატმა ვახტანგ იაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ბესიკ თამლიანი, ზურაბ ბუდაღაშვილი, კახაბერ კუპრეიშვილი და ცოტნე სოსელია 20 ივნისს, სამართალდამცველების მიერ მშვიდობიანი მოქალაქეები დარბევის დროს დააკავეს. 


close დახურვა