logo
ENG



20 ივნისის ჩამდენი ხელისუფლება დარჩება წარსულში - ბერძენიშვილი

20 ივნ 202019:32
3 წუთის საკითხავი
 

„რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერი დავით ბერძენიშვილი 20 ივნისის მოვლენებსა და რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას აფასებს. 

ბერძენიშვილის თქმით, 20 ივნისის მოვლენებზე სრული პასუხისმგებლობა მაშინდელ შინაგან საქმეთა მინისტრსა და მოქმედ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ეკისრება. 

"20 ივნისს ხელისუფლებამ ისეთი რამ ჩაიდინა და საზოგადოებამ ისე მწარედ დაუმახსოვრა, რომ ეს თანამედროვე საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ღირებული თარიღია. საქართველოში არავის შერჩენია, არც ერთ ხელისუფალს, ის მასობრივი დარბევა, იქნებოდა ეს 7 ნოემბერი, თუ 26 მაისი თუ 20 ივნისი. გახარია დაიმედებულად ვერ იქნება. სწორედ გახარია არის პასუხისმგებელი 20 ივნისზე. თუ ვანო მერაბიშვილის გზა უნდა გაიმეოროს, მას ამის მაღალი შანსი აქვს. 20 ივნისის სოლიდარობა უზრუნველყოფს იმას, რომ 20 ივნისის ჩამდენი ხელისუფლება დარჩება წარსულში“, - განაცხადა ბერძენიშვილმა "ფორმულას" ეთერში. 


close დახურვა