logo
ENG



20 ივნისს აქციის მოწყობას ვაპირებთ - სირცხვილია კალაძეს მიმართავს

15 მაი 202011:13
3 წუთის საკითხავი
 
q2a6gp3k8xezp0m.jpg

მოძრაობა „სირცხვილია“ თბილისის მერს კახა კალაძეს მიმართავს და სთხოვს, რომ პარლამენტის წინ არსებული ტერიტორიის რეაბილიტაციის საშუალება მისცეს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მოძრაობა 20 ივნისს აქციის ჩატარებას აპირებს.

„მივმართავთ თბილისის მერს კახა კალაძეს:

უკვე 113 დღეა, რაც პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია დაიწყეთ. ეს დრო საკმარისზე მეტია იმ მოცულობის სამუშაოს შესასრულებლად, რაც დაგეგმილი გქონდათ.

2020 წლის 20 ივნისს, მთავრობის მტერთან ღიად კოლაბორაციონისტული ქმედებიდან 1 წლის თავზე, ვაპირებთ საპროტესტო აქციის მოწყობას. ამიტომ, რადგან თქვენ ვერ/არ ახერხებთ 1245 კვადრატული მეტრი სივრცის 5 თვეში რეაბლიტაციას, მოძრაობა #სირცხვილია მზადაა პასუხისმგებლობა აიღოს და დარჩენილი სამუშაოები შეასრულოს პირნათლად“, - აღნიშნულია განცხადებაში.

2019 წლის 20-21 ივნისს განვითარებული მოვლენები:

გავრილოვის ღამე: 20 ივნისს თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალური სესია გაიმართა. პარლამენტის სპიკერისთვის განკუთვნილი ადგილიდან, დელეგატებს ასამბლეის პრეზიდენტმა, რუსეთის დუმის დეპუტატმა, კომუნისტური პარტიის წევრმა, სერგეი გავრილოვმა მიმართა. ამ ფაქტს საკანონმდებლო ორგანოს წინ მასშტაბური აქციები მოყვა. 

20-21 ივნისს ხელისუფლებამ აქცია პოლიციელების, სპეცრაზმისა და სპეციალური ტექნიკის საშუალებით დაარბია. აქციის დაშლისას გმაოყენებული იქნა რეზინის ტყვიები, რომელთაშესახებ ინფორმაციას ხელისუფლება ამ დრომდე მალავს. ოფიციალური მონაცემებით, 240 ადამიანი სხვადასხვა დაზიანებით გადაიყვანეს სავადმყოფოებში. მაკო გომურმა და გიორგისულაშვილმა კი თვალი დაკარგეს - ისინი თითქმის 6 თვის შემდეგ ცნეს დაზარალებულებად.


close დახურვა