logo
ENG



20 წელი ვარდების რევოლუციიდან - შაბათის ფორმულა

25 ნოე 202320:58
3 წუთის საკითხავი
 

23 ნოემბერი - ვარდების რევოლუციის 20 წლისთავი, რომელიც ენმ-სთვის, გაერთიანების დღე უნდა ყოფილიყო, დაპირისპირების კიდევ უფრო გაღრმავების თარიღად იქცა. ნაციონალური მოძრაობის შეკრებაზე, პარტიის ყოფილი თავმჯდომარე და მისი თანამოაზრეები არ გამოჩენილან, არ შეუერთდნენ მანიფესტს, რომელიც ნაციონალური მოძრაობის დამფუძნებელმა, მიხეილ სააკაშვილმა, პარტიის გაერთიანების მთავარ დოკუმენტად დაასახელა და რომელზე ხელმოწერაც ძველი წყენების დავიწყების და ახალი ბრძოლის დასაწყისი უნდა გამხდარიყო. შეხვედრაზე, რომელმაც ნიკა მელიას და მისი მომხრეების გარეშე ჩაიარა, ოლიგარქის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის მანიფესტი მაინც მიიღეს და გამარჯვების კოალიციის მთავარ ლიდერად, მიხეილ სააკაშვილი დაასახელეს. 


close დახურვა