logo
ENG



20 წლის ეთერ ლიპარტელიანი ძიუდოში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა!

17 ოქტ 201919:36
3 წუთის საკითხავი
 
5rkt0pnzm5xo876.jpg

საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ცნობით, 20 წლის ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.

მაროკოში მიმდინარე მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე 57კგ წონითი კატეგორიის ფინალში ქართველმა ძიუდოისტმა იაპონელი კანაკო ჰაკამატა დაამარცხა.

ეთერ ლიპარტელიანი პირველი ქართველი ქალი ძიუდოისტია, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. 


close დახურვა