
ქუთაისში, ჭაბჭავაძის ქუჩაზე მდებარე ბაზრის ტერიტორიაზე, ხანძარი გაჩნდა.
როგორც "ფორმულას" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. უწყებაში აცხადებენ, რომ ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია. ადგილზე 8 ჯგუფი მუშაობს.