logo
ENG



თალაკვაძე არჩევნებზე: რა გადაწყვეტილებასაც მიიღებენ ჩვენი მოქალაქეები იქნება ჩვენთვის უპირობოდ მისაღები

18 თებ 202013:48
3 წუთის საკითხავი
 

საკანონმდებლო ორგანოში, პარლამენტის თავჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ყოველწლიურ ანგარიშს წარადგენს. თალაკვაძემ სიტყვით გამოსვლის დროს ოპოზიციას დესტრუქციული უწოდა და  საარჩევნო სისტემის შეცვლაზე ისაუბრა. პარლამენტის თავჯდომარემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ არის ერთადერთი ხელისუფლება, რომელმაც კონსტიტუციაში საარჩევნო სისტემის ცვლილება შეიტანა.

„მსურს დავამშვიდო ჩვენი საზოგადოება, საქართველო და მისი ხელისუფლება მშვიდობის და უსაფრთხოების გარანტორია და ჩვენ არავის მივცემთ მიზეზს და შესაძლებლობას, რომ გარემოებები დესტაბილიზაციისთვის გამოიყენონ. ამ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მიიღებს პრემიერ-მინისტრი და ჩვენ საზოგადოებას უახლოეს პერიოდში ვაცნობებთ. ვხედავთ ოპონენტებს სუბიექტურ და დესტრუციულ დამოკიდებულებას არჩევნებთან დაკავშირებით სიმართლე კი ის არის, რომ დაპირება, რომელიც საზოგადოებას 2017 წელს მივეცით, რომ საქართველოს ექნებოდა ეროვნულ ინტერესებზე და ღირებულებებზე დაფუძნებული კონსტიტუცია, რომელშიც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა იქნებოდა ასახული, 2018 წელს ეს შევასრულეთ და კონსტიტუციაში წერია, რომ საარჩევნო სისტემის შეცვლა 2024 წელს მოხდება. ასეთი გადაწყვეტილება უახლეს ისტორიაში პირველად გააფორმა ხელისუფლებაში მყოფმა პარტიამ და ეს „ქართულმა ოცნებამ“ გააკეთა“,-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ასევე პარლამენტის თავჯდომარემ ანგარიშის წარდგენის დროს განაცხადა, რომ საპარლამენტო არჩევნებში, ნებისმიერი არჩევანი, რომელსაც ქართველი საზოგადოება მიიღებს მმართველი გუნდისთვის მისაღები იქნება.

„ჩვენ ვაგრძელებთ რეფორმებს რა თქმა უნდა გვაქვს გეგმა, რომელიც მომავალზეა ორიენტირებული და ჩვენი ვიზიტების დროს გამოჩნდა ეს, ჩვენ გვაინტერესებს მომავალი დესტრუქციულ ოპოზიციას აინტერესებს წარსული, ჩვენ გვინდა გადავდგათ ნაბიჯები, მათ სურთ რომ ქვეყანამ ნაბიჯები არ გადადგას, ეს არის განსხვავება, რომელზეც ჩვენი საზოგადოება და ჩვენი მოქალაქეები საპარლამენტო არჩევნებში გააკეთებენ საკუთარ არჩევანს. ჩვენ ვენდობით საზოგადოებას, ჩვენ ვენდობით ჩვენს ამომრჩევლებს. რა გადაწყვეტილებასაც მიიღებენ ჩვენი მოქალაქეები, რა თქმა უნდა ჩვენ პატივს ვცემთ და ეს იქნება უპირობოდ მისაღები“,-განაცხადა თალაკვაძემ.

 


close დახურვა