logo
ENG



პრეზიდენტის ადმინისტრაცია: კიბერშეტევა რუსეთის მიერ საერთაშორისო ნორმების უხეში დარღვევის გამოვლინებაა

20 თებ 202018:33
3 წუთის საკითხავი
 
g7ylu20sh2m928k.jpg

პრეზიდენტის ადმინისტრაცია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგს ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ აღნიშნული კიბერშეტევა რუსეთის მიერ საერთაშორისო ნორმების უხეში დარღვევა და საქართველოს მიმართ წარმოებული ჰიბრიდული ომის თვალსაჩინო გამოვლინებაა.

„2019 წლის 28 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე განხორციელებული კიბერშეტევით რუსეთმა პირდაპირი იერიში მიიტანა ქვეყნის სუვერენიტეტსა და ეროვნულ უსაფრთხოებაზე, რითიც შეეცადა სახელმწიფო ინსტიტუტების საქმიანობის პარალიზებას.

აღნიშნული კიბერშეტევა რუსეთის მიერ საერთაშორისო ნორმების უხეში დარღვევა და საქართველოს მიმართ წარმოებული ჰიბრიდული ომის თვალსაჩინო გამოვლინებაა“, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლობამ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე 2019 წელს განხორციელებულ კიბერშეტევაზე ისაუბრა. როგორც ირკვევა ქვეყნის სხვადასხვა სახელმწიფო უწყებასა და მედია საშუალებებზე კიბერშეტევა რუსეთის მიერ განხორციელდა. 


close დახურვა