logo
ENG



ირანში მოგზაურობის ისტორიის მქონე მგზავრებს შესაბამისი გამოკვლევები ჩაუტარდებათ - გამყრელიძე

24 თებ 202014:15
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოსი კორონავირუსი არ ფიქსირდება. ახალ ვირუსთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლის ცენტრში სპეციალური ბრიფინგი გაიმართა.

ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, საკოორდინაციო საბჭომ რეკომენდაციები მიიღო, რომლის ნაწილიც უკვე ძალაშია შესული.

გამყრელიძე ამბობს, რომ კონტროლი ეტაპობრივად კიდევ გამკაცრდება. მისივე თქმით, ახალ განკარგულებას ხელი ხვალ მოეწერება. 

"მარტო იმის გამო, რომ ირანი არის ჩვენი ახლო მეზობელი, გუშინწინ გაიმართა საკოორდინაციო საბჭოს სხდომა. საბჭომ მიიღო მთელი რიგი რეკომენდაციები და იმედია ხვალ მთავრობის განკარგულებაში იხილავთ ამ რეკომენდაციებს. საქართველომ შეწყვიტა ირანთან პირდაპირი ავიამიმოსვლა. საქართველოში ვაძლიერებთ მზადყოფნის რეჟიმს უფრო მეტად და საკოორდინაციო საბჭოში შემავალი ყველა უწყება, კომპეტენციის ფარგლებში მოქმედებს და აძლიერებს მუშაობას. კერძოდ: ჩინეთში მოგზაურობის ისტორიის მქონე მგზავრებს უტარდებოდათ თერმოსკრინინგი, ეპიდემოლოგიის კონსულტაცია, რჩევა-დარიგებები ადგილზე. ეს ყველაფერი გავრცელდება ბოლო ორი კვირის განმავლობაში ირანში ნამყოფ ადამიანებზეც. ასევე მიმდინარეობს მსჯელობა, იგივე ღონისძიების დაწყებაზე, სხვა მაღალდასენიანებული ქვეყნებიდან ჩამოსულ მგზავრებზეც. შესაბამის გადაწყვეტილებას ამაზეც მივიღებთ", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. 

აღსანიშნავია, რომ მანამდე ირანში კორონავირუსით გარდაცვლილთა შესახებ განსხვავებული ინფორმაცია ვრცელდებოდა. მანამდე იყო ინფორმაცია 8 გარდაცვლილის შესახებ, თუმცა მოგვიანებით დადგინდა, რომ ვირუსს უკვე 50 ადამიანი ემსხვერპლა. 

შეგახსენებთ, რომ ირანთან საჰაერო მიმოსვლა საქართველომაც შეზღუდაჯერჯერობით ღია რჩება სახმელეთო საზღვარი, თუმცა ვითარების კიდევ უფრო გართულების შემთხვევაში, ისიც ჩაიკეტება.

 


close დახურვა