უწყებათშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, 24 დეკემბრიდან ისევ ძალაში რჩება გადაადგილების შეზღუდვა მთელი ქვეყნის მასშტაბით 21 საათიდან დილის 5 საათამდე, როგორც ქვეითად, ისე ავტომობილით. გამონაკლისი იქნება ახალი წლის - 31 დეკემბრის ღამე და ასევე შობის - 6 იანვრის ღამე.
საკოორდინაციო საბჭომ 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით შეზღუდვები ნაწილობრივ შეამსუბუქა. კერძოს, ძალაში რჩება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის გადაადგილების შეზღუდვა მთელი ქვეყნის მასშტაბით. კერძო ავტომანქანებით გადაადგილება ისევ ნებადართულია.