logo
ENG



ტუბერკულოზის ცენტრის დირექტორი კორონავირუსზე: პაციენტებზე დაკვირვების ყველა რესურსი არსებობს

02 მარ 202008:17
3 წუთის საკითხავი
 

ტუბერკულიოზის ცენტრებში ამჟამად საქართველოს, ირანისა და იტალიის მოქალაქეები არიან მოთავსებული. აქედან თბილისის ფილტვისა და დაავადებათა ცენტრში ამ ეტაპისთვის 14 ხოლო, აბასთუმნის ფილტვის ცენტრში  26 პაციენტია დაკვირვების ქვეშ.

ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, ისინი იზოლირებულ პალატებში  იმყოფებიან. ზაზა ავალიანის განცხადებით, ამ ეტაპზე ყველა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. 

„ვისაც ამ ტიპის დაკვირვება ესაჭიროება, არის იზოლირებულ პალატაში მოთავსებული. იმის საჭიროება, რომ მათ შემდგომი ღონისძიებები ჩაუტარდეთ, ყველა რესურსი არსებობს. არის ადგილების რაოდენობა. ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნულ ცენტრში შეიძლება, დაბრუნდეს ერთი პაციენტი, რომელიც გადაყვანილ იქნა შემდგომი დაკვირვების წესით“, - განაცხადა ავალიანმა. 

თავდაპირველად თბილისის ტუბერკულიოზის ცენტრში 16 პაციენტი იყო მოთავსებული, ერთი პაციენტი კი, რომელსაც სიმპტომები აღენიშნებოდა, ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, მას კორონავირუსი არ დაუდასტურდა და შესაძლოა საკარანტინო პერიოდი მან ისევ ტუბერკულიოზის ცენტრში გაიაროს. 

ამჟამად, საქართველოში, ოფიციალურად, კორონავირუსის სამი ოფიციალური შემთხვევაა დაფიქსირებული. 


close დახურვა