logo
ENG



უარს ვამბობ შეღავათებზე, პროპორციული არჩევნები ბევრად მნიშვნელოვანია! - თამლიანის წერილი ციხიდან

05 მარ 202018:36
3 წუთის საკითხავი
 
w7myyibl0bl048s.jpg

20 ივნისის საქმეზე დაკავებული ბესიკ თამლიანი პატიმრობიდან გათავისუფლების სანაცვლოდ ყველანაირ შეღავათზე უარს აცხადებს და ოპოზიციას მოუწოდებს, პროპორციული საარჩევნო სისტემა არ დათმონ.

ამის შესახებ თამლიანის წერილშია აღნიშნული, რომელიც „ფორმულას“ მისმა ადვოკატმა, ლევან იოსელიანმა მიაწოდა.

„ვუერთდები გიგი უგულავას და გიორგი რურუას, მათ სულისკვეთებას! უარს ვაცხადებ ყველანაირ შეღავათებზე მთავრობის მხრიდან, რათა ჩვენი უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლება არ გახდეს ვაჭრობის საგანი! პროპორციული არჩევნების მიღწევა ბევრად მნიშვნელოვანია!

ბოლო ბოლო სიკვდილით არავინ არ მსჯის, სხვა დანარჩენის ატანა შესაძლებელია!

ზუსტად ვიცი ერთი რამ, რისი მჯერა და მწამს. სიმართლეს ალტერნატივა არ აქვს და ამ სიმართლეს კანონის ძალით მაინც დავამტკიცებ სადაც არ უნდა იყოს, თნდაც ამ უსამართლო სასამართლოში!

მეგობრებო! რომ არა ჩემი ღრმა რწმენა ჩემს სიმართლეში ასე მხნედ, ასეთი თამამი და ბრძოლისუნარიანი არ ვიქნებოდი.

ვიცი ისიც, რომ სიმართლისთვის ბრძოლოას ყოველთვის აქვს აზრი! პოლიტიკოსებს მოვუწოდებ არ დათმოთ პროპორციული არჩევნები. ამერიკის უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ლუის ბრენდაისმა თქვა: „ბედნიერების საიდუმლო მხოლოდ თავისუფლებაშია, თავისუფლების ფორმულა კი - მხოლოდ გამბედაობაში“.

„ნამდვილი სიმშვიდეს მხოლოდ სასჯელისადმი შიში არ ქმნის ქმნის. უწყოდნენ, რაოდენ მავნეა ადამიანის არსებაში იმედის, აზრისა, რწმენის ჩახშობა; და რომ რეპრესია მარტოოდენ სიძულვილის მშბელია, რაც თავის მხრივ, ხელისუფლების სტაბილურობას ემუქრება. უსაფრთხოებისკენ მომავალი გზა სატკივნის თავისუფლად განსჯასა და გამოსავლის ძიებაზე გადის; და რომ საშველი უვარგის მმართველთა უმჯობესით შეცვლაშია“, - ნათქვამია ბესიკ თამლიანის წერილში.

შეგახსნებთ, რომ გასული წლის 20-21 ივნისის საქმეზე ბრალდებულ ბესიკ თამლიანს და მასთან ერთად დაკავებულებს, გამოძიება სისხლის სამართლის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება, რაც ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობას გულისხმობს და სასჯელის სახით 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


close დახურვა