ხმაური აჭარის ტელევიზიაში. ჟურნალისტები საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად გიორგი აბაზაძის დანიშვნას აპროტესტებდნენ. თანამშრომლები მის არაკვალიფიციურობაზე მიანიშნებენ. დღეს ტელევიზიაში სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა, არხის მენეჯმენტი მომხდარზე პასუხისმგებლობას არ იღებს.
დღესვე აჭარის საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლი გიორგი აბაზაძე შეუძლოდ გახდა და ამჟამდ საავადმყოფოში იმყოფება.
აჭარის მაუწყებლის ჟურნალისტი მომხდარზე პასუხისმგებლობას გიორგი აბაზაძეს აკისრებს, რადგან დაძაბული სიტუაციის განსამუხტად მას არაფერი არ გაუკეთებია. თანამშრომლის განმარტებით, ნიუსრუმში კამათი აბაზაძის კვალიფიკაციის არარსებობაზე საუბარმა გამოიწვია.
„პასუხისმგებლობა რათქმაუნდა ეკისრება დირექტორს გიორგი კოხრეიძეს რომელმაც არცერთი ნაბიჯი არ გადადგა იმისკენ, რომ ეს დაძაბული ვითარება განემუხტა. იყო ხმაური და კამათი ნიუსრუმში, გიორგი აბაზაძეს ვეკითხებოდით, რატომ აიღო ეს პასუხისმგებლობა მან, როდესაც მას არ აქვს ამის გამოცდილება, წავიდა კანცელარიაში, შემდეგ იყო რადიოში და ამის შემდეგ გავიდა ჯანმრთელი. შესაძლებელია მასზეც ხორციელდებოდეს ზეწოლა“, - განაცხდა ჟურნალისტმა თეონა ბაკურაძემ.
