logo
ENG



ბოკერია ევროპარლამენტარების კრიტიკაზე: თუ ტენდეცია არის, რომ ეს ქვეყანა უკან მიდის ამას აუცილებლად მოყვება მკაცრი რეაქცია

06 მარ 202022:28
3 წუთის საკითხავი
 

 

„ევროპული საქართველოს“ ლიდერი, გიგა ბოკერია, გადაცემაში „პოლიტიკის ფორმულა“ საქართველოს ხელისუფლების მიმართ ევროპარლამენტარების კრიტიკაზე საუბრობს.

როგორც ბოკერია გადაცემაში აცხადებს, ქვეყნის უკან სვლას, რომელიც რეგიონში რამდენიმე წელია გამორჩეული იყო, იმ პოლიტიკური ინსტიტუტების მხრიდან რომელსაც საქართველოსადმი აქვს ინტერესი, რომ ქვეყანა იყოს დემოკრატიული, კრიტიკა მოჰყვება.

„კრიტიკა ყველა ვარიანტში ექნებათ, რადგან რაც აქამდე ქნეს საქართველოს მეგობრებისთვის იმ პოლიტიკური ინსტიტუტებისთვის ან პოლიტიკოსებისთვის, ვისაც აქვს პრაგმატული და პრინციპული ღირებულებითი ინტერესი, რომ საქართველო იყოს დემოკრატიული ქვეყანა, რაც აქამდე მოხდა უკვე პრობლემაა. თუ ტენდენცია არის, რომ ეს ქვეყანა, რომელიც ყველა მინუსით მაინც გამორჩეული იყო, ახლა მიდის უკან, ბუნებრივია საქართველოს მეზობლებს ამას ვერ გამოაპარებ და ამას მოჰყვება რეაქცია მკაცრი ან ძალიან მკაცრი“,-განაცხადა გიგა ბოკერიამ.

შეგახსენებთ, ბრიუსელში „ქართული ოცნების“ ჩინოვნიკების წინააღმდეგ შესაძლო სანქციების დაწესებაზე მუშაობენ. ფორმულას წყარო უყვება, რომ გადამეტებული ძალის გამოყენების, პოლიტიკური ოპოზიციის დაკავების, პროპორციული სისტემის ჩაგდებისა და დემოკრატიული პრინციპებიდან გადახვევის გამო, ვეროპარლამენტართა ნაწილი შესწორებებით მაღალჩინოსნებისთვის პერსონალური სანქციების დაწესებას მოითხოვს. საქართველოს თემაზე რეზოლუცია 12 მარტს უნდა დამტკიცდეს.

 


close დახურვა