logo
ENG



გამოკითხულთა 61% მიიჩნევს, რომ უგულავასთვის პატიმრობის შეფარდება უსამართლო გადაწყვეტილება იყო

09 მარ 202021:09
3 წუთის საკითხავი
 
kvleva 68

ედისონ რისერჩის“ კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ უზენაესი სასამართლოს მიერ გიგი უგულავასთვის პატიმრობის შეფარდება უსამართლო გადაწყვეტილება იყო.

უფრო კონკრეტულად, კითხვაზე - „იცით თუ არა რომ საქართველოს უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავას 3-წლიანი პატიმრობა შეუფარდა“ გამოკითხულთა 95%-მა განაცხადა, რომ ამის შესახებ ინფორმირებულია. მათგან 61% ამბობს, რომ რომ სასამართლოს გადაწყვეტილება უსამართლო იყო, 39% კი, გამოტანილ განაჩენს სამართლიანად მიიჩნევს.

ამასთან, გამოკითხულთა 74%-მა განაცხადა, რომ ამ მოვლენების გამო, კანონის უზენაესობის ნაკლებად სჯერა, 26% კი აღნიშნა, რომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება კანონის უზენაესობის რწმენა გაუღრმავა.

ჯამში „ფორმულასა“ და „ედისონ რისერჩის“ თანამშრომლობის ფარგლებში 6 გამოკითხვა და საარჩევნოდ ეგზიტპოლი ჩატარდება. დღეს წარმოდგენილი კვლევა პირისპირ გამოკითხვის მეთოდითაა ჩატარებული, შესაძლო ცდომილება 2.2%-ია - 95%-იანი სანდოობის დონისთვის.

შეგახსენებთ, უზენაესმა სასამართლომ 10 თებერვალს თბილისის განვითარების ფონდის საქმეზე გიგი უგულავა დამნაშავედ ცნო და მას 3 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. პროკურატურა უგულავას 48 მილიონი ლარის მითვისებას ედავებოდა. აღსანიშნავია, რომ სასამართლომ ეს გადაწყვეტილება ზეპირი მოსმენის გარეშე მიიღო.

 


close დახურვა