logo
ENG



22 მაისიდან თბილისში ტაქსის საფასურის გადახდა QR კოდითაც იქნება შესაძლებელი

03 მაი 202313:48
3 წუთის საკითხავი
 
2023/05/03/br4ry4tso70pyhq.jpeg

22 მაისიდან თბილისში ტაქსიში მგზავრობის საფასურის გადახდა სპეციალური QR კოდის მეშვეობითაც იქნება შესაძლებელი.

როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ თქვა, QR კოდით გადახდა ნებაყოფლობითი იქნება და მისი დაკავშირება ნებისმიერ ანგარიშზე იქნება შესაძლებელი.

მისივე თქმით, აღნიშნულ კოდებს მძღოლები 2023 წლის 22 მაისიდან დედაქალაქის სხვადასხვა სერვისცენტრში მიიღებენ.

"QR კოდები განთავსდება ავტომობილების სკამების საზურგეებსა თუ სხვა ადგილებზე. მომხმარებელი მობილური ტელეფონით დაასკანერებს QR კოდს და მარტივად გადაიხდის მგზავრობის საფასურს, ხოლო ტაქსის მძღოლი მომენტალურად მიიღებს თანხას მის საბანკო ანგარიშზე. სურვილისამებრ, მძღოლები კოდებს მიიღებენ 2023 წლის 22 მაისიდან დედაქალაქის სხვადასხვა სერვისცენტრში. კერძოდ, თბილისის მერიის სერვისცენტრი - ჟ. შარტავას ქ. N7; სამგორის სერვისცენტრი - მოსკოვის გამზირი N14; გლდანის სერვისცენტრი - დ. სარაჯიშვილის ქ. N1გ", - თქვა კალაძემ.


close დახურვა