23 მაისიდან 29 მაისის ჩათვლით საქართველოში კორონავირუსის 575 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 1 ადამიანი. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
მათი ცნობით, ამ პერიოდში ჩატარდა 104 996 ტესტი, 7 დღიანი დადებითობის მაჩვენებელია 0,55%.
NCDC-ის ცნობით, უპირატესად ცირკულირებს და დომინანტია ომიკრონის B.A.2 შტამი.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ქვეყანაში ვირუსით გარდაიცვლაა 16 828 ადამიანი.