logo
ENG



ჯანმომ კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა

11 მარ 202020:39
3 წუთის საკითხავი
 
atxglz92j2cyw9d.jpg

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელება გლობალურ პანდემიად ოფიციალურად გამოაცხადა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელის თქმით, ეს კორონავირუსით გამოწვეული პირველი პანდემიაა.

„ბოლო ორი კვირის განმავლობაში კოვიდ 19-ის შემთხვევები ჩინეთის ფარგლებს გარეთ 13-ჯერ გაიზარდა, დაზარალებული ქვეყნების რიცხვი კი გასამმაგდა. ახლა მსოფლიოს 114 ქვეყანაში 118 ათასზე მეტი შემთხვევაა, დაიღუპა 4 ათას 291 ადამიანი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გავრცელების საგანგაშო დონით შეშფოთებულია. ჩვენი შეფასებით, კოვიდ 19 შესაძლოა დახასიათდეს როგორც პანდემია“, - განაცხადა ტედროს გებრეისუსმა. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ოფიციალურად კორონავირუსით 24 ადამიანია დაინფიცირებული.


close დახურვა