logo
ENG



თუ პოლიტპატიმრების თემა გახდება საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდების მიზეზი, დაზიანდება ქვეყანა - ჯაში

17 მარ 202022:39
3 წუთის საკითხავი
 

ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრი მარიამ ჯაში აცხადებს, რომ პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხმა არ უნდა გადაწონოს საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება - მისი განმარტებით, პროპორციულთან მიახლოებული სისტემა ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია.

„პოლიტპატიმრების ტერმინის გამოყენება რთულია, მას სჭირდება სამართლებრივი დეფინიციები, ეს რჩება მმართველი გუნდის,  „ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ შეთანხმების საკითხად. თუკი მათი გათავისუფლების საკითხი შეიძლება გახდეს კონსტიტუციური ცვლილებების ჩაგდების საფუძველი, მაინც ზიანდება ქვეყნის ინტერესები, რადგან პროპორციულთან მიახლოებული სისტემა არის წინგადადგმული ნაბიჯი. ხელახალი დაჭერა უგულავასი იყო არამართებული, ჩრდილის მატარებელი - ამ საკითხებში ჩვენი ფრაქცია ვერ შევა, ეს სცდება ჩვენი ფრაქციის კომპეტენციას", - განაცხადა მარიამ ჯაშმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს შეიქმნა საკონსტიტუციო კომისია, რათა დაიწყოს საჯარო განხილვები - თუმცა, ოპოზიცია ამბობს, რომ პროცესში არ მიიღებს მონაწილეობას, სანამ პირობები ბოლომდე არ შესრულდება.


close დახურვა