logo
ENG



კორონავირუსის გამო ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის მიუხედავად მსხვილი სავაჭრო ცენტრები, მუშაობას განაგრძობენ

18 მარ 202020:14
3 წუთის საკითხავი
 

კორონავირუსის გამო ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის მიუხედავად მსხვილი სავაჭრო ცენტრები, მუშაობას განაგრძობენ. მაღაზიის მფლობელები მუშაობის დროებით შეჩერებაზე გადაწყვეტილებას ინდივიდუალურად იღებენ, მათი თქმით სავაჭრო ადმინისტრაციისგან კონკრეტული პასუხი არ აქვთ , თუმცა იმ შემთხვევაში თუ შეღავათები არ ექნებათ, ზარალის გამო ბიზნესზე უარის თქმა მოუწევთ. 

მაღაზიების იმ ნაწილს რომლებსაც ობიექტები დაკეტილი აქვთ ქირის გადახდა მაინც უწევს, თუმცა ნაწილი მომხმარებლის მოლოდინში მუშაობას აგრძელებს. კორონავირუსის გამო, მუშაობის ეშინიათ კონსულტანტებს, რომლებსაც მომხმარებელთან და თანხასთან უწევთ შეხება. 

მერია ხალხმრავალი  სავაჭრო სივრცეების და მოლების დახურვას არ ჩქარობს.  თუმცა, მოქალაქეებს სახლის დარჩენისკენ მოუწოდებს. 

ხელისუფლების რეკომენდაციებს და მითითებებს ელიან სავაჭრო ცენტრის მფლობელები. მათი თქმით სავაჭრო ობიექტებში ვირუსის თავიდან აცილების მიზნით,  ყველა ზომას იცავენ, თუმცა ობიექტების დაკეტვას  ჯერ არ ფიქრობენ. მეიჯარეთათვის შეღავეთებზე კი ინდივიდუალურ მოლაპარაკებებს აწარმოებენ. 

მსხვილი სავაჭრო  ობიექტების მსგავსად მუშაობას აგრძელებს ე.წ. თერგის ბაზრობაც, გარემოვაჭრეები დახმარებას ითხოვენ. მათი თქმით, ადმინისტრაცია ქირის გადახდას სთხოვს. თუმცა, მომხმარებლები უკვე რამდენიმე დღეა აღარ დადიან. 

კორონავირუსისგან დაინფიცირებული ადამიანების მატების  ფონზე, პრემიერმა სავაჭრო ობიექტებზე მოსალოდნელი შეზღუდვები დაანონსა.  თუმცა, ხალხმრავალი სავაჭრო ცენტრები ჯერ ისევ ღიაა, მოწოდება „დარჩით სახლში"   ბიზნესისთვის და კომპანიებისთვის გაკოტრებას ნიშნავს. ამიტომ, მაღაზიის მფლობელები და თავად სავაჭრო ცენტრები ხელისუფლებისგან რეკომენდაციებს ელიან. 

 


close დახურვა