logo
ENG



პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მოთავსებული სამივე ინფიცირებულის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

19 მარ 202011:48
3 წუთის საკითხავი
 

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მოთავსებული კორონავირუსით ინფიცირებული სამივე პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, - ამის შესახებ კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, კლინიკაში ამ დროისთვის სულ 80 პაციენტია იმყოფება, საიდანაც 52 საეჭვო სიმპტომებით გუშინ შეიყვანეს. რატიანის თქმით, პაციენტთა ნაწილის ანალიზები ლუგარის ლაბორატორიაში უკვე გადაგზავნილია. 9 პირთან დაკავშირებით პასუხს დღეს ელოდებიან.

„გუშინ მივიღეთ 52 საეჭვო შემთხვევა. ანალიზები გაგზავნილია ლუგარის ლაბორატორიაში და ჯერჯერობით ველოდებით პასუხებს. რაც შეეხება ძველ პაციენტებს, სამი პაციენტია ჩვენთან დადასტურებული. 2 პაციენტის მდგომარეობა შედარებით მძიმე იყო მაგრამ ჩატარებული მკურნალობის შედეგად დადებითი დინამიკა გვაქვს მიღწეული. პირველ პაციენტი, რომელიც შემოსულია, 47 წლის ქალბატონი მძიმე სომატური პათოლოგიებით, შემოყვანისას მდგომარეობა იყო მძიმე, გამოხატული იყო სუნთქვის უკმარისობა. ამ ეტაპზე სუნთქვის უკმარისობის ხარისხი შემცირებულია, მდგომარეობა გაუმჯობესებულია, კლინიკურ-ლაბორატორიული მაჩვენებლები დადებითია. რაც შეეხება მეორე ქალბატონის მდგომარეობას, ბოლო 24 საათში ცხელების ეპიზოდი არ ყოფილა, მისი ბუნება-განწყობილებაც ბევრად უკეთესია. რაც შეეხება ბატონი, რომელიც არის შუახნის მამაკაცი, აქ მდგომარეობა ისედაც იყო მსუბუქი კლინიკური ფორმით გამოხატული. დღეისათვის არც ერთი ჩივილი არ არის, ტემპერატურული რეაქციაც არ ყოფილა. ამ ეტაპზე სამივე პაციენტის მდგომარეობა დადებითი კლინიკური მაჩვენებლებით ვართ. ამ ეტაპზე სულ კლინიკაში არის 80 პაციენტი. დაახლოებით 9 ანალიზი გაგზავნილია და ეტაპობრივად კიდევ გავაგზავნით“, - განაცხადა ლევან რატიანმა.

მანვე აღნიშნა, რომ ტესტ-სისტემის შექმნას პირველი საუნივერსიტეტო კლინიკაც აპირებს. 


close დახურვა