
ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობას მოუწოდებს საჭიროების შემთხვევაში, სასწრაფო დახმარების გამოძახებამდე, ოჯახის ექიმს მიმართოს.
როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განმარტა, ოჯახის ექიმები მოქალაქეებს სატელეფონო კონსტულტაციას ჩაუტარებენ და შესაბამის რეკომენდაციებს მისცემენ.
"სრულად მობილიზებულია პირველადი ჯანდაცვის ქსელი. რა თქმა უნდა პირველადი ჯანდაცვა, ჰოსპიტალური ჯანდაცვის მობილიზების მიუხედავად რჩება ფრონტის წინა ხაზზე, იმისათვის, რომ ოჯახის ექიმების ჩართულობა გვქონდეს და გაგრძელდეს სატელეფონო კონსულტაციები. ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენი თხოვნა იქნება, პირველადი ჯანდაცვის რესურსიც გამოვიყენოთ მაქსიმალურად ოპტიმალურად და მივმართოთ ოჯახის ექიმს, ვიდრე სასწრაფო დახმარებას გამოვიძაებთ. ან მივიღებთ გადაწყვეტილებას ჰოსპიტალურ მკურნალობასთან დაკავშირებით, გავიაროთ სატელეფონო კონსულტაცია ოჯახის ექიმთან, რომელიც მოგვცემს სათანადო რჩევას", - განაცხადა გაბუნიამ.