logo
ENG



ლევან დავითაშვილი ქსელური მარკეტების წარმომადგენლებს შეხვდა

21 მარ 202012:40
3 წუთის საკითხავი
 

მოსახლეობისთვის სურსათის შეუფერხებლად მიწოდების უზრუნველყოფისთვის საჭირო ღონისძიებები განიხილეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა და ქსელური მარკეტების წარმომადგენლებმა.

მინისტრმა სავაჭრო ობიექტების წარმომადგენლებს ის მექანიზმი გააცნო, რომელიც ძირითადი მოხმარების 9 სასურსათო პროდუქტზე ფასების დაცვის და ლარის კურსის დაზღვევის მიზნით შემუშავდა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მხარეებს შორის კოორდინირებული მუშაობით სურსათით უზრუნველყოფის მხრივ, პრობლემები არ შეიქმნება.

„დღეს გვქონდა სავაჭრო ქსელების წარმომადგენლებთან შეხვედრები იმისთვის, რომ თუ გამოცხადდა საგანგებო სიტუაცია, დარგი შეხვდეს მომზადებული. გავიარეთ 9 მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც არის გასათვალისწინებელი იმისთვის, რომ ქსელებმა სრულყოფილი ფუნქციონირება შეძლონ“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.


close დახურვა