"რუსეთსა და ჩინეთს კორონავირუსთან დაკავშირებული დეზინფორმაცია ცუდად დაუბრუნდება",- ამ სათაურით აქვეყნებს გავლენიანი გამოცემა „ვაშინგტონ ეგზამინერი" სტატიას. პუბლიკაციაში ვკითხულობთ, რომ ფართომასშტაბიანი ანტი-ამერიკული კამპანია მოსკოვისა და პეკინის მიერ არის ორგნიზებული. სტატიის ავტორი წერს, რომ ქაოსის შექმნის არაერთი მცდელობა დასავლეთის ქვეყნებს ზიანს ვერ მიაყენებს, თუ რუსეთისა და ჩინეთის შესახებ ფაქტები გასაჯაროვდება.
სტატიის ავტორის იანუშ ბუგაისკის თქმით, კოვიდ 19-ის გავრცელებასთან ერთად პეკინი დეზინფორმაციას ვირუსივით ავრცელებს. მაგალითად კი ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება მოჰყავს, სადაც მაღალჩინოსანი ირწმუნება, რომ ამერიკულმა არმიამ ქალაქ ვუჰანში ვირუსი მიზანმიმართულად გაავრცელა. პუბლიკაციის ავტორი ამბობს, რომ დეზინფორმაციის ჩინურ ტალღას რუსული ონლაინ მედიის გვერდში დგომა აძლიერებს, მედიასაშუალებები წერენ, რომ ამერიკელები ახალ ბიოლოგიურ იარაღზე მუშაობენ და რომ კოვიდ 19 მხოლოდ ეთნიკური აზიელების დასაინფიცირებლად შეიქმნა. მოსკოვის მერმა ვლადიმერ პუტინი გააფრთხილა, რომ ვირუსით დაინფიცირებულთა მონაცემები სრულ სურათს არ ასახავს და რომ ქვეყანას წინ გამოწვევები ელის. გასულ კვირას რუსეთი კორონავირუსთან დაკავშრებით დეზინფორმაციის კაპანიის წარმოებაში დაადანაშაულა ევროკავშირმაც .