logo
ENG



ზალკალიანი ევროპის ქვეყნებიდან თბილისის მიმართულებით დაგეგმილი სპეცრეისების განრიგს ასახელებს

25 მარ 202012:57
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს საგარეო საქმეტა მინისტრი საზღვარგარეთ დარჩენილ საქართველოს მოქალაქეებზე საუბრობს და მათი ჩამოყვანის გრაფიკს ასაჯაროებს. დავით ზალკალიანმა განცხადება საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა. 

„განხორციელდა ორი ფრენა - 23 მარტს თბილისი-ბერლინი-ბათუმი და  24 მარტს ათენი-თბილისი-ათენი. საქართველოში დაბრუნდა 300 მოქალაქე. შემდეგი განრიგი ასეთია:

26 მარტი - თბილისი-ვენა-თბილისი;

31 მარტს - თბილისი-ამსტერდამი-თბილისი; 

3 აპრილი - თბილისი-ვარშავა-თბილისი; 

7 აპრილს - თბილისი-ათენი თბილისი;

10 აპრილს - თბილისი-ლარნაკა-თბილისი.

ამ განრიგით განსაზღვრულ ფრენებზე ბილეთები ხელმისაწვდომი იქნება და ინფორმაცია გავრცელდება რამდენიმე დღით ადრე. „აირზენას“ ჰქონდა 22 მარტს დაგეგმილი ფრენა ვენის მიმართულებით, რომელიც გაუქმდა, შედეგად გვყავს გაუქმებული რეისი მგზავრები - მათი ნაწილი საელჩომ უზრუნველყო თავშესაფრით. იგივე სიტუაციაა ამსტერდამში - მოქალაქეები აქაც უზრნველყოფილნი არიან პირველადი ნივთებით. ეს ადამიანები, ვინც დროებით არიან განლაგებულნი უცხოეთში, უნდა დავაბრუნოთ ქვეყანაში. ორივე თვითმფრინავი ივსება სრულად. ლარნაკასა და ვარშავის მიმართულებით ბილეთები გაიყიდება კომპანიის ვებგვერდზე, მგზავრების განლაგება მოხდება ჭადრაკისებრი პრინციპით, ფრენა განხორციელდება ჯანმოს რეკომენდაციით. ინფორმაცია წინასწარ გავრცელდება ვებგვერდებზე. პრემიერის მითითებით, ნებისმიერი კლასის ბილეთების ფასი არ უნდა აღემატებოდეს 199 ევროს და ეს უნდა იყოს მკაცრად დაცული. საქართველოში ჩამოსული ყველა მგზავრი დაექვემდებარება სავალდებულო კარანტინს", - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მინისტრმა, ასევე, ისაუბრა ესპანეთთან ფრენების დანიშვნაზე. მისი თქმით, მუშოაბა მიმდიანრეობს კომპანიასთანაც და კონკრეტულ ქვეყნებთან, რათა მოხდეს მოქალაქეების დროული ჩამოყვანა ქვეყანაში.

ვმუშაობთ კომპანიასთან, რომ არ გავჩერდეთ არსებულ გრაფიკზე და ვმუშაობთ შემდეგი კვირების გრაფიკზე, სიტუაცია არაა მარტივი - ყველა ქვეყანასთან ინდივიდუალურადაა საჭირო მოლაპარაკება და ორგანიზება რეისის. შემდგომ განრიგს ვაცნობებთ საზოგადოებას, ყველა ვებსაიტი და ცხელი ხაზი 24-საათიან რეჟიმშია. თუ რომელიმე არ მუშაობს, შესაძლოა სამინისტროს ცხელ ხაზზე დაკავშირებაც", - ამბობს დავით ზალკალიანი.

 


close დახურვა