logo
ENG



რამდენჯერმე ვცადე საელჩოსთან დაკავშირება, უშედეგოდ - საქართველოს მოქალაქეების ნაწილი სამშობლოში ისევ ვერ ბრუნდება

27 მარ 202012:32
3 წუთის საკითხავი
 

უცხო ქვეყნებში მყოფი საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში დაბრუნებას უშედეგოდ ცდილობენ. საზღვარგარეთ დარჩენილი ქართველები დამარებას ითხოვენ. "ფორმულას" ინფორმაციით, გერმანიაში ჩარჩენილი ქართველების ნაწილს ღამის გათენება მუყაოს სახლებში უწევთ, ნაწილი კი ღამეს მოუწესრიგებელ ჰოსტელში ათევს. სამშობლოში ვერ ბრუნდებიან ათენში მყოფი ქართველებიც. ისინი ამბობენ, რომ ხელისუფლების მოთხოვნით, საქართველოში მხოლოდ ონკოლოგიურად დაავადებულ პაციენტებს, მოხუცებსა და არასრულწლოვნებს აბრუნებენ. 

კვლავ გაურკვეველია, როგორ აპირებს საქართველოს ხელისუფლება მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნებას. მიუხედავად იმისა, რომ ხორციელდება სპეცრეისები, პრობლემა მაინც აქტუალური და მოუგვარებელია. საქართველოს მოქალაქეებს მძიმე პირობებში უწევთ ყოფნა.

"არის ისეთი კატეგორია, რომელსაც ღამის გათენება აეროპორტებში უწევს. ასევე არის 40 კაციანი სტუდენტების ჯგუფი, რომელთაც კორდონებში უწევთ ღამის გათენება და ამაშიც ღამეში 10 დოლარს იხდიან. გადასახდელის გარდა, ამ ოთახებში სიბინძურეა. პასუხი ერთი და იგივეა, რომ უძლურები არიან. რამდენჯერაც ვცადე საელჩოსთან დაკავშირება, პასუხი ვერცერთხელ ვერ მივიღე",-აღნიშნავს ერთ-ერთი მოქალაქე.


close დახურვა