logo
ENG



მიხეილ სააკაშვილის შტაბის წევრები ზუგდიდში მთავრობის დადგენილების წესის დარღვევის გამო დააჯარიმეს

27 მარ 202020:49
3 წუთის საკითხავი
 

 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებას შერჩევით მიდგომებსა და პოლიტიკური მოტივებით სანქცირებაში ადანაშაულებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის დადგენილება , რომელიც საგანგებო მდგომარეობის პერიოდში, საჯარო სივრცეში ათ პირზე მეტი ადამიანის შეკრებას კრძალავს, მიხეილ სააკაშვილის შტაბის წევრებმა გუშინ, ზუგდიდში გამართული აქციის დროს დაარღვიეს. როდესაც აქტივისტებმა ქალაქის ცენტრში სადეზინფექციო ხსნარები და პირბადეები დაარიგეს.

 „ახალი ლიდერების ინიციატივის" ხელმძღვანელი 15 ათასი ლარით დააჯარიმეს, ქრისტინა პეშოუს დადგენილება სამართალდამცველებმა გუშინ ღამით გადასცეს.

ნაციონალურ მოძრაობაში აცხადებენ, რომ მთავრობის დადგენილების წესს, თბილისის მერი, კახი კალაძეც არღვევს.

თბილისის მერიც და „ქართული ოცნების“ სხვა წარმომადგენლებიც ამბობენ, რომ ნაციონალური მოძრაობა პოლიტიკური ქულების ჩაწერას ცდილობს და მოსახლეობის დახმარების სურვილის შემთხვევაში ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს უნდა მიმართონ.

ამ კომენტარის პასუხად, ოპოზიციურ პარტიაში განმარტავენ, რომ  ქართული ოცნება პოლიტიკური თემებით მანიპულირებს.

ზუგდიდში მომხდარი ინციდენტს „ევროპულ საქართველოში“  გამოეხმაურნენ. ისინი აქციის ორგანიზატორების შეცდომებზე საუბრობენ, თუმცა ხელისუფლების მხრიდან აგორებულ კამპანიასაც აკრიტიკებენ.

არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები კი ამბობენ, რომ ჯარიმის გამოყენება არასწორია რადგან კანონი ღია სივრცეში შეზღუდვას არ ითვალისწინებს.

 მიხეილ სააკაშვილის შტაბისა და ახალგაზრდა ლიდერთა ინიციატივის წარმომადგენლებმა სამედიცინო აღჭურვილობით მოსახლეობის მომარაგებას  კვლავ განაგრძობენ, დღეს სადეზინფექციო ხსნარები, პირბადეები და ხელთათმანები მათ მცხეთაში, თიანეთსა და გორში დაარიგეს.

 


close დახურვა