logo
ENG



ხალხმრავლობა თბილისის ქუჩებში - მოსახლეობის ნაწილს სახლში დარჩენისა და შემოსავლის დაკარგვის ეშინია

30 მარ 202020:14
3 წუთის საკითხავი
 

ქვეყანაში არსებული საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, თბილისის ქუჩებში ხალხმრავლობა მაინც შეინიშნება. სასურსათო ბაზრებში აკრძალვების მიუხედავად გრძელდება ვაჭრობაც.

მოსახლეობის ნაწილს კორონავირუსი ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვან საფრთხედ არ მიაჩნია, ნაწილს კი პანდემიაზე მეტად შემოსავლის გარეშე დარჩენის ეშინია.

პროდუქტის რეალიზაცია ყველა დადგენილი წესის დარღვევით ხდებოდა დღეს ნავთლუღის ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე. არ იყო დაცული არც ორმეტრიანი დისტანცია. სამართალდამცველები კი მხოლოდ „ფორმულას“ გადამღები ჯგუფის მისვლის შემდეგ გამოჩნდნენ.

საჯარო სივრცეში 10-ზე მეტი პირის შეკრების გამო პოლიციამ 104 მოქალაქე დააჯარიმა. ბოლო 24 საათის განმავლობაში კია საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 131 ფაქტი გამოავლინა.

დღეს პრემიერ-მინისტრმა საყოველთაო კარანტინი და კომენდანტის საათი გამოაცხადა. კარანტინი ხვალ დილის რვა საათიდან აითვლება, ხოლო კომენდანტის საათი  საღამოს ცხრა საათიდან დილის ექვს საათამდე იმოქმედებს.

ქვეყანაში ამ ეტაპზე კორონავირუსის ასი დადასტურებული შემთხვევაა - აქედან 18 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა.


close დახურვა