logo
ENG



ინფექციონისტები ფიქრობენ გამოჯანმრთელებული ადამიანის პლაზმის სამკურნალოდ გამოყენებაზე - იმნაძე

01 აპრ 202013:44
3 წუთის საკითხავი
 

პაატა იმნაძის განცხადებით, ქართველი ინფექციონისტები ფიქრობენ გამოჯანმრთელებული ადამიანის სისხლის პლაზმით მკურნალობის მეთოდის გამოყენების შესახებაც.

როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა განმარტა, ამისთვის საჭიროა დიდი რაოდენობით გამოჯანმრთელებული ადამიანი, რათა მათი სისხლი გამოყენებულ იქნას მძიმე პაციენტებთან.

„გამოჯანმრთელებული ადამიანის სისხლის პლაზმით მკურნალობის მეთოდს ჩვენ სხვა დაავადებებთანაც ვიყენებთ. ბოლოს გამოვიყენეთ ე.წ. ყირიმ-კონგოს ცხელების სამკურნალოდ. მაგრამ ამას სჭირდება ბევრი გამოჯანმრთელებული ადამიანის სისხლი, რომ შემდეგ ის გამოიყენო მძიმე პაციენტებზე. ამაზე ჩვენი ინფექციონისტი კოლეგები ფიქრობენ უკვე", - ამბობს პაატა იმნაძე.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ამ დროისათვის ვირუსით ინფიცირების 115 შემთხვევაა, აქედან 23 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელებულია

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. 

ქვეყანაში 21 მარტიდან მოქმედებს საგანგებო რეჟიმი, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი და კომენდანტის საათი.


close დახურვა