logo
ENG



თურნავა: მიმდინარეობს მუშაობა, რომ თავრობამ უმუშევრად დარჩენილი მოქალაქეების დახმარება შეძლოს

02 აპრ 202013:47
3 წუთის საკითხავი
 

ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურმავამ უმუშევრად დარჩენილი მოქალაქეებისათვის მთავრობის მიერ შემუშავებულ ანტიკრიზისულ გეგმაზე ისაუბრა, რომლის მიხედვითაც უახლოეს მომავალში მთავრობა უმუშევრად დარჩენილი ადამიანებისათვის ანტიკრიზისულ გეგმას წარმოადგენს. 

ნათია თურნავას განცხადებით, პირველ ეტაპზე მთავრობამ კომუნალური საზოგადოების დიდი ნაწილისთვის გადასახადების სუბსიდირება მოახდინა, ხოლო ამ ეტაპზე უკვე განსახორციელებელ დახმარებაზე მიმდინარეობს მუშაობა. 

„ჩვენი ანტიკრიზისული ეკონომიკური პაკეტი მიმართულია ორი ობიექტისკენ. პირველი - დაზარალებული ბიზნესსექტორები და მერე და მთავარ ობიექტია მოსახლეობა, რომლებიც სამწუხაროდ დაკარგავენ სამსახურს. შევდივართ კრიზისში და მანამ, სანამ ეკონომიკა არ ამოიქოქება იმ დონეზე რაც იყო კრიზისამდე იქნება დროებითი სირთულეები. კარგად გვესმის, რომ ეს დაარტყამს დასაქმებულებსაც. 

"ამ ეტაპზე ყველზე სამართლიანი მექანიზმი, რომელიც თანაბრად ეხება თვითდასაქმებულებს, სხვადასხვა სექტორში დასაქმებულს, უმუშევრად დარჩენილ ადამიანებს ეს არის კომუნალური გადასახადების გადახდა. 3 თვის განმავლობაში, გაზის, დენის, წყლის და დასუფთავების გადასახადისგან საკმაოდ ბევრი ადამიანი გათავისუფლდება. ეს არის სოლიდური ღონისძიება რაც პირველ ეტაპზე განვახორციელეთ. რაც შეეხება შემდგომ ღონისძიებას, პროცესი გრძელდება და უახლოეს პერიოდში გვექნება ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება“, - განაცხდა ნათია თურნავამ.


close დახურვა