logo
ENG



24 საათის განმავლობაში იტალიაში ვირუსით 651 ადამიანი გარდაიცვალა

23 მარ 202013:55
3 წუთის საკითხავი
 

საბერძნეთში ევროპის დანარჩენი ქვეყნების მსგავსად კარანტინი გამოცხადდა. ხელისუფლებამ კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო მოსახლეობას ქუჩაში გასვლა აუკრძალა. ერთ დღეში საბერძნეთში კოვიდ 19-ის 94 ახალი შემთხვევა დადასტურდა და დაინფიცირების საერთო რაოდენობამ 624-ს მიაღწია. ორით გაიზარდა დაღუპულთა რაოდენობა და ამ დროისთვის მსხვერპლი საბერძნეთში 15 ადამიანს შეადგენს.

რაც შეეხება იტალიას, გასული 24 საათის განმავლობაში დაავადებამ 651 ადამიანი იმსხვერპლა და გარდაცვლილთა რიცხვმა 5 476-ს მიაღწია. დაინფიცირების შემთხვევები კი 53 ათასიდან 59 ათასამდე გაიზარდა. გერმანიამ სოციალური დისტანცირების ზომები გაამკაცრა. დღეიდან საჯარო სივრცეში ორზე მეტი ადამიანის შეკრება იკრძალება. თავად ანგელა მერკელი კარანატინშია, რადგან მის ექიმს კოვიდ-19 აღმოაჩნდა. საფრანგეთში მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტებისთვის სასუნთქი აპარატები აღარ ჰყოფნით ამიტომ, მათ გერმანიის, ლურსემბურგისა და შვეიცარიის კლინიკებში გადაიყვანენ. 


close დახურვა