logo
ENG



24 ივლისს საქართველოში აშშ-ს ნაჩუქარი ფაიზერის ვაქცინის ნახევარი მილიონი დოზა ჩამოვა

22 ივლ 202119:42
3 წუთის საკითხავი
 
2021/07/22/9btzxq5tfxj3agy.jpg

24 ივლისს საქართველოში ფაიზერის ნახევარი მილიონი დოზა ჩამოვა.

ინფორმაცია ფორმულას მთავრობის ადმინისტრაციაში დაუდასტურეს. 

ფაიზერის აღიშნული დოზები ქვეყანას ამერიკის შეერთებულმა შტატებმა აჩუქა. 

საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო. იმუნიზაციის პროცესი ასტრაზენეკას, ფაიზერის, სინოფარმისა და სინოვაკის ვაქცინებით მიმდინარეობს.

ასტრაზენეკას ვაქცინით აცრა ხელმისაწვდომია 45 წლის და მეტი ასაკის მოსახლეობისათვის, ხოლო სინოფარმით, სინოვაკისა და ფაიზერით აცრა მოქალაქეებს 18 წლიდან შეუძლიათ.

22 ივლისის მონაცემებით, ჯამურად ჩატარდა 383 339 აცრა, სრულად ვაქცინირებულია 135 291 ადამიანი. ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში 8659 ადამიანი აიცრა.

დღეს საქართველოში ​კორონავირუსის 2 261 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 18 ადამიანი.


close დახურვა