საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 337 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, მათ შორის გამოჯანმრთერლდა 320 პირი და გარდაიცვალა 10 პაციენტი. შესაბამისი მონაცემები სამთავრობო ვებგვერდ StopCov.ge-ზე გამოქვეყნდა.
მათივე ცნობით, ბოლო 24 საათში ჩატარდა 25 436 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 17 311, PCR ტესტით - 8 125. დადებითობის მაჩვენებელია: დღიური - 1,32%, ბოლო 14 დღის - 2,2%, ბოლო 7 დღის - 2,03%.