logo
ENG



ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 769 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა

19 ივნ 202110:57
3 წუთის საკითხავი
 

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 769 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ჩატარდა 31 272 კვლევა ტესტით, მათ შორის 13 544 ანტიგენის ტესტით და 17 728 PCR ტესტი

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 460 პირი და გარდაიცვალა 17 ახალი პაციენტი. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 148 პირი ემსხვერპლა.

18 ივნისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.46 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 2.46%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 2.62%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 769 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 455 შემთხვევა, აჭარა - 46, იმერეთი - 62, ქვემო ქართლი - 58, შიდა ქართლი - 23, გურია - 4, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 44, კახეთი - 44, მცხეთა-მთიანეთი - 14, სამცხე-ჯავახეთი - 9, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 10.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 9 349 საიდანაც: 2 764 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში -  1 481, აჭარაში - 210, იმერეთში - 386. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 659 პირი, მათ შორის, თბილისში - 299, აჭარაში - 57, იმერეთში -134. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 179 პირი, მათგან თბილისში - 112, აჭარაში - 11, იმერეთში - 12. 584 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 341 - თბილისში, 214- აჭარაში. 6 001 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.


close დახურვა