logo
ENG



სიტყვები უკან მიმაქვს, საპატრიარქო როგორც გვაკურთხებს, იმის მიხედვით მოვიქცევით - მამა შალვა სააღდგომო ლიტურგიაზე

04 აპრ 202017:28
3 წუთის საკითხავი
 

ქვეყნის ეკლესია-მონასტრებში შაბათის ტრადიციული ლოცვა მიმდინარეობს.

ღვთისმსახურები და მრევლი რეკომენდაციებს ითვალისწინებენ, თუმცა ეს სინოდისა და საპატრიარქოს რეკომენდაციებია და არა სახელმწიფოს მიერ საგანგებო მდგომარეობის შესაბამისად დაწესებული მოთხოვნები.

მრევლს მიუღებლად მიაჩნია ზიარებასთან დაკავშირებით დასმული შეკითხვები. როგორც ისინი აცხადებენ, რეკომენდაციებს იცავენ, რჩებიან სახლში, თუმცა ეკლესიაში მისვლაზე უარს არ იტყვიან. 

გარდა ამისა, მამა შალვა კეკელია, რომელმაც "ფორმულასთან" ინტერვიუში მანამდე განაცხადა, რომ სააღდგომო ლიტურგიაზე დასწრებას მრევლი შეძლებს, თავის სიტყვები უკან წაიღო და აღნიშნა, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას სააღდგომო ლიტურგიასთან დაკავშირებით საპატრიარქო მიიღებს. კერძოდ, მამა შალვამ მანამდე აღნიშნა, რომ მოქალაქეები ეკლესიაში 21:00 საათამდე შეძლებენ მისვლას, და ტაძარს 06:00 საათის შემდეგ დატოვებენ. 

"გვითხრეს, თუ დისტანციას დაიცავთ ტაძრის ეზოში, მე პირადად ვემორჩილები საპატრიარქოს ლოცვა-კურთხევას. პატრიარქი როცა მაკურთხებს, მე იმ კურთხევის ქვეშ ვარ. ეკლესიას ჩემთვის არ უთქვამს და არც სახელმწიფოს არ უთქვამს. საუბარი იყო იმაზე, თუ ეკლესიები წესებს დაიცავენ, დისტანცია იქნება დაცული, პრობლემა არ იქნება. დისტანცია ყველანაირად დაცულია. რაც თქვენთან [ფორმულასთას ეთერში] განვაცხადე, ეს სიტყვები უკან მიმაქვს. ეს იყო უბრალოდ ჩემი აზრი. საპატრიარქო როგორც გვაკურთხებს, იმ ლოცვა-კურთხევის მიხედვით მოვიქცევი", - განაცხადა მამა შალვა კეკელიამ.


close დახურვა