logo
ENG



პროფკავშირების თავმჯდომარე გახარიას მოუწოდებს, რომ დასაქმებულების შრომის უსაფრთხოების პირობები დაცული იყოს

09 აპრ 202010:35
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება საქართველოს პრემიერ-მინისტრს მიმართავს.

პროფკავშირების თავმჯდომარე გიორგი გახარიას მოუწოდებს, ყველა ზომა მიიღოს, რომ ნებისმიერ სექტორში დასაქმებული ადამიანების შრომის უსაფრთხოების პირობები დაცული იყოს.

ირაკლი პეტრიაშვილის განცხადებით, სამშენებლოსა და სამთო მომპოვებელ ობიექტებში დასაქმებული პირების შრომის უსაფრთხოება, არც საგანგებო რეჟიმის პირობებში არის დაცული.

პეტრიაშვილი ამბობს, რომ შრომის ინსპექციას უნდა მიეცეს მანდატი, რათა დასაქმებულთა უფლებების დაცვა შეძლოს.

„უნდა შემუშავდეს ერთიანი კოორდინირებული მიდგომა, რათა დასაქმებულთა უსაფრთხოება საგანგებო მდგომარეობს დროს იყოს დაცული. განახორციელოს კონტროლი და ზედამხედველობა ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ მერიის მუნიციპალიტეტის ინსპექტირების საქმიანობაზე“, - აცხადებს ირაკლი პეტრიაშვილი.


close დახურვა