logo
ENG



ზუგდიდში ნიკოლაძის ქუჩაზე მდებარე ბაზრის გარემოვაჭრეები მერიისგან მუშაობის გაგრძელების უფლებას ითხოვენ

10 აპრ 202020:24
3 წუთის საკითხავი
 

ზუგდიდში ნიკოლაძის ქუჩაზე მდებარე ბაზრის გარემოვაჭრეები შემოსავლის გარეშე დარჩნენ.  მერიის ზედამხედველობის სამსახურმა დახლების დემონტაჟი დღეს ანტისანიტარიის მიზეზით დაიწყო და ბაზარი განუსაზღვრელი დროით დაკეტა.

ბაზარში დაწყებულ სამუშაოებს გარემოვაჭრეები უკანონოს უწოდებენ და ამბობენ, რომ გარე ვაჭრობა მათი  ერთადერთი  შემოსავალი იყო.  მოვაჭრეების განცხადებით  მერიას მათთვის ალტერნატიული სავაჭრო ფართიც არ შეუთავაზებია. ისინი მუშაობის გაგრძელების უფლებას ითხოვენ. ადგილობრივ ხელისუფლებაში კი ამტკიცებენ, რომ ტერიტორია მუნიციპალიტეტის საკუთრებაშია და მათი ქმედებაც კანონიერი იყო.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურში აცხადებენ, რომ  დახლების დემონტაჟი  აქ განსაკუთრებული ანტისანიტარიის გამო გადაწყვიტეს და დასუფთავებაც გონივრული ვადის გასვლის შემდეგ დაიწყეს . გარემოვაჭრეების ბრალდებას თითქოს   ზუგდიდის ცენტრალურ ბაზარში მათთვის ალტერნატიული ფართები არ შეუთავაზებიათ ადგილობრივი ხელისუფლება უარყოფს და ამბობს რომ მათმა ნაწილმა ადგილმონაცვლეობაზე თანხმობაც კი გამოთქვა    

დავა მხარეებს შორის რამდენიმე საათს გაგრძელდა. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი  ამტკიცებს, რომ ობიექტის მფლობელი, არა კერძო პირი, არამედ  მერიაა და დახლების დემონტაჟიც სრულიად კანონიერად ხდება. გარემოვაჭრეები საპროტესტო აქციების გამართვას და სააღდგომოდ ვაჭრობის განახლებას მაინც გეგმავენ.

 


close დახურვა