„ლეიბორისტული პარტია“ ხელისუფლებას აგრარული ბაზრების გახსნისკენ მოუწოდებს. ამისათვის ისინი მთავრობას 1-კვირიან ვადას აძლევენ. პარტიის წარმომადგენლების განცხადებით, საქმე გვაქვს ბიძინა ივანიშვილის სახელთან დაკავშირებული კარფურის ქსელის ლობირებასთან. ლეიბორისტები აცხადებენ, რომ ხელისუფლება ვალდებულია თავად უზრუნველყოს ბაზრების ტეროტორიებზე უსაფრთხოების დაცვა.
„ივანიშვილი და მისი კლანი არ ეშვება საკუთარი ბიზნესინტერესების ლობირებას თუნდაც მოსახლეობის შიმშილისთვის გაწირვის ხარჯზე. ამის ნათელი დადასტურებაა, როგორც მოექცნენ აგრარულო ბაზრებს. იმის მაგივრად, რომ მოეწესრიგებინათ, დახურეს და ამით, პირველ რიგში, სარგებელი მიიღო კარფურმა. მოვითხოვთ ერთი კვირის ვადაში უზრუნველყონ ყველა სასურსათო ბაზრის გახსნა“, - განაცხადა ლაშა ჩხატარაშვილმა.
