ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა საავადმყოფო დატოვა. ამის შესახებ BBC იუწყება.
მედიასაშუალების ინფორმაციით, ჯონსონი სრულად არ გამოჯანმრთელებულა, ამიტომ საავადმყოფოს დატოვების მიუხედავად, იგი სამუშაოს ჯერ ვერ დაუბრუნდება.
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს კორონავირუსი დაახლოებით 3 კვირის წინ დაუდგინდა. მოგვიანებით მისი მდგომარეობა დამძიმდა და იგი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც მან 3 დღე გაატარა.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსი სამეფო ოჯახის წევრს, პრინც ჩარლზაც დაუდასტურდა. ბრიტანეთში ვირუსს 10 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.