logo
ENG



გამოკითხულთა 85% კოვიდ-19-ზე ამბებს დეტალურად ეცნობა, 84% კი, მედიის მუშაობას დადებითად აფასებს - Edison Research

12 აპრ 202021:49
3 წუთის საკითხავი
 
2024/02/23/7l0sottkjde4bu2.jpg

ტელეკომპანია „ფორმულას“ დაკვეთით „ედისონ რისერჩის“ მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, გამოკითხული მოსახლეობის 85% აცხადებს, რომ კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებულ ამბებს დეტალურად ეცნობა. 

ამავე კვლევის თანახმად, დანარჩენი 15% ინფორმაციას ვირუსზე ნაკლებად ეცნობა. 

რაც შეეხება მედიის მუშაობას პანდემიის პირობებში, გამოკითხული მოსახლეობის 84% ფიქრობს, რომ საინფორმაციო საშუალებები ვირუსთან დაკავშირებულ საფრთხელ სწორად და ადეკვატურად აფასებენ. 

4% მიიჩნევს, რომ მედიები კიდევ უფრო სერიოზულად უნდა აღიქვამდნენ აღნიშნულ საკითხს და 12% ამბობს, რომ რისკები, საინფორმაციო საშუალებების მიერ გაზვიადებულია.

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია "ფორმულას" დაკვეთით აღნიშნული კვლევა საერთაშორისო კვლევითმა ორგანიზაციამ "ედისონ რესერჩმა" გასულ კვირას ჩაატარა. ორგანიზაციამ ტელეფონით საქართველოში მცხოვრები 1000 რესპოდენტი გამოკითხა.


close დახურვა