რამ გამოიწვია ის შემთხვევები, რომლებმაც სიტუაცია ქობულეთსა და თერჯოლაში დაამძიმა. ამ კითხვაზე პასუხად ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, რომ პროტოკოლში ხარვეზები არ არსებობს, თუმცა მის ეფექტურობას მხოლოდ ხარისხიანობა არ განსაზღვრავს. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, სიტუაციის გართულების მიზეზი, შესაძლოა პროტოკოლის გადახვევა და გადაცდომები იყოს.
ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი აცხადებს, რომ პროტოკოლი ზედაპირულია და იქ მხოლოდ იმ სიმპტომებზეა საუბარი, რომელიც კორონავირუსს ახასიათებს, თუმცა ექიმებს შესაძლოა გაუჭირდეთ სეზონური ვირუსისა და კორონავირუსის სიმპტომების გარჩევა ვინაიდან დაავადებას ერთნაირი სიმპტომები ახასიათებს, აქედან გამომდინარე როგორც ბუწაშვილი აცხადებს, ყველა პაციენტი ვისაც სიმპტომები აღენიშნება უნდა შემოწმდეს კორონავირუსზე.
„პროტოკოლის ამოცანა არ არის, რომ ლეტალიზება გააკეთოს ვინ არიან სიმპტომების მქონე პაციენტები, ეს ექიმებმა უნდა ისწავლონ ტრენინგების დროს. პროტოკოლი იმდენად ზოგადია, რომ აქ ჩავარდნაზე ვერ ვლაპარაკობთ. კონკრეტულად წერია სიმპტომების მქონე პაციენტი, ასეთ შეთხვევაში შეიძლება იფიქროს რომ აქვს სეზონური ვირუსი, რადგან სიმპტომების ერთმანეთისგან გარჩევა ძალიან რთულია. შესაბამისად ვისაც აქვს სიმპტომები მათ ტესტირებაზე უარი არ უნდა ეთქვათ“,-განაცხადა მაია ბუწაშვილმა.
ჯანდაცვის ექსპერტების თქმით მხოლოდ პროტოკოლის არსებობა არ არის საკმარისი, როგორც ისინი აცხადებენ, საჭიროა სამედიცინო პერსონალის შესაბამისი დატრენინგება.
„პროტოკოლის ინპლემენტაცია არის პროცესი და ამიტომაც ვითხოვდით ჩვენ ინპლემეტაციის დროულად დაწყებას. ინპელემტაცია არ არის წაკითხული ლექცია, შეხვედრა, ჩართვა, ეს არის მთელი პროცესი, რომელსაც არანაკლები ადგილი უჭირავს, ვიდრე თვითონ პროტოკოლს შექმნას“,-აცხადებენ ექპსპერტები.
რამდენიმე შემთხვევას ჰქონდა ადგილი, როცა პაციენტი კლინიკიდან გაწერეს, შემდეგ მეორედ მათი მიყვანა გახდა საჭირო და მათ დაუდასტურდათ კორონავირუსი, ასეთი შემთხვევები იყო ქუთაისში თერჯოლასა და ქობულეთში. ამ შემთხვევების შემდეგ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ჯანდაცვის სამინისტრო ჯერჯერობით უცნობია.
